ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
ზოგჯერ ადამიანი ლოცულობს, თითქოს, გულითადად, მაგრამ მის ლოცვას არ მოაქვს მისთვის სიმშვიდე, სიხარული. რატომ?
იმიტომ, რომ მან გულწრფელად არ მოინანია იმ დღეს ჩადენილი ცოდვები, რითიც გული წაიბილწა. ამით კი უფალი განარისხა. მაგრამ თუ გაიხსენებს თავის დანაშაულს, მთელი გულწრფელობით შეინანებს და მიუკერძოებლად განიკითხავს საკუთარ თავს, მაშინვე გულში შემოვა სიმშვიდე, "რომელიც ყველა გონებაზე უზენაესია" (ფილ. IV, 7). საეკლესიო ლოცვებში არის ცოდვების ჩამონათვალი, მაგრამ იქ ყველა ცოდვა არ არის ნახსენები. ხშირად სწორედ ის ცოდვა არ არის ნახსენები, რომელიც ჩვენ ჩავიდინეთ. საჭიროა დაუყოვნებლივ თავად ჩამოვთვალოთ ისინი ლოცვაზე მათი მნიშვნელობის სრულად გაცნობიერებით, მორჩილებითა და გულშემუსვრილებით. ამიტომაც არის საღამოს ლოცვებში ცოდვების ჩამონათვალი: ჩავიდინე ესა და ეს, ესე იგი საშუალება გვეძლევა ჩვენი ნებით გავიხსენოთ ესა თუ ის ცოდვა (წმ. იოანე კრონშტადტელი).
image image
 
თემატური კითხვები
29 ნოემბერს (ძვ. სტ. 16 ნოემბერს) არის ხსენება:
0_28