ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
თემა: მარხვა
რა არის მარხვა?
მარხვა იგივე შრომაა, მხოლოდ შრომა არ ფიზიკური, არამედ სულიერი. მისი მიზანია სულისა და ხორცის განწმენდა, ღმერთთან შერიგება, კეთილი თესლის დათესვა, ღვარძლის (ცუდი ჩვევების) კი - დათრგუნვა. მარხვა არის დიდი სიმკაცრე ჭამასა და ძილში, ცხოვრებისეული საზრუნავისა და საქმიანობის შეწყვეტა, ღვთის სიტყვის კითხვა, ეკლესიაში სისტემატიური სიარული, განმარტოებაში საკუთარი სინდისის განხილვა. მარხვა არის ფიხიზელი მდგომარეობა სულისა, რომელიც მთელი ყურადღებით ცხონების საქმით არის დაკავებული; ეს არის თავისი ცოდვიანობის შეცნობა და ტირილი ამის გამო; ეს არის სინანული, რომელიც მთავრდება აღსარებით მოძღვრის წინაშე.
    მარხვა არის ყოველი სიამოვნებისაგან თვითნებური თავის შეკავება, თვითნებურს იმიტომ ვამბობთ, რომ იძულებით თავშეკავება, მაგალითად, სიღარიბის ან ავადმყოფობის, ან პატივმოყვარეობის გამო, მარხვად არ ჩაითვლება, რადგან ის გაჭირვების შედეგია და არა კეთილი ნების.
image image
 
თემატური კითხვები
0_28