ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
მოძღვარი: მამა ვალენტინი მორდასოვი
წყარო: მოძღვრის ძალზე სასარგებლო რჩევები მრევლისათვის [გვ. 55]
თემა:

ცოდნა,  ცხონება,  ცნობისმოყვარეობა

ყოველგვარი ცოდნა მაცხოვნებელია სულისათვის?
ყოველგვარი ცოდნა არ არის უფლისათვის სათნო და არც სულის მაცხონებელი. წმიდათაწმიდაა ის ცოდნა, საიდანაც ადამიანი შეიცნობს უფალს და თავის ვალდებულებებს მის წინაშე: "გიცოდენ შენ მხოლოი ჭეშმარიტი ღმერთი" (ინ. XVII,3); გაიგებს აგრეთვე საკუთარი სულის საიდუმლოებებს მის გადასარჩენად, ისწავლის, როგორ დაამარცხოს ვნებები. ცოდვა არც ის ცოდნაა, რომელიც მოწოდების პოვნაში დაგეხმარება. მაგრამ არსებობს ცოდვიანი ცოდნა - ცნობისწადილი. მაგალითად, როდესაც თავის მომავლის გასაგებად მიმართავენ მკითხავებს, სპირიტიზმს, მარჩიელობენ ბანქოზე, ვარსკვლავებზე და ა.შ. საშიშია იმგვარი ცოდნაც, როდესაც წიგნებიდან სულისათვის საშიშ ინფორმაციებს კრებენ; როდესაც ახლობელთა იმ საიდუმლოებებს იგებენ, რაც არ უნდა იცოდნენ; როდესაც თავის ცოდვების გამოსწორებისათვის კი არ იღვწიან, არამედ სხვათა ცოდვების გასაგებად. წმიდა მამები ამბობენ, რომ ცნობისმოყვარეობა დიდი ცოდვაა. ამის გამო დაიღუპა ევა. მამა პავლე ფლორენციელი წერდა: "ჩვენ განვიკითხავთ ჭამაში სიხარბეს. რატომ არ განვიკითხავთ სიხარებეს ამსოფლიურის შეცნობისას (ახალი ამბები, საერო ლიტერატურა, პოლიტიკა და ა. შ.) და ამას მანკიერებად არ განვიხილავთ?!"
    სიხარბის ალაგმვა შემეცნებაში ისეთი სათნოებაა, როგორც ხორციელი გულისთქმებისთვის ზღვარის დადება. სხვა ყველაფერთან ერთად ამსოფლიური სიბრძნის ათვისებისას ჩვენ უძვირფასეს დროს ვკარგავთ.
image image
 



21 ივნისს (ახალი სტილით: 04 ივლისს) დღეს არის ხსენება:
 
0_28