ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
თემა: ლოცვა
სახარებაში წერია, რომ გეთსამანიის ბაღში ლოცვისას უფალი "დავარდა ქვეყანასა ზედა და ილოცვიდა" (მრკ. 14, 35). რა გაკვეთილის გამოტანა შეგვიძლია აქედან?
უფალმა, როგორც ძე კაცისამ, მუხლი მოიდრიკა და მიწაზე დავარდა: ამით მან თავისი ზეციური მამისადმი მოწიწება გამოხატა. ლოცვას ისე უნდა შევხედოთ, როგორც საიდუმლოს და მისი ყოველი სიტყვა ისე წარმოვთქვათ, თითქოს სიწმინდეს ვეხებოდეთ. ქრისტესთვის მუხლმოდრეკილი ლოცვა სიყვარულისა და ღმერთის ნებისადმი სრული მორჩილების გამოხატულება იყო. ჩვენთვის კი გეთსამანიის ბაღში ლოცვას კიდევ სხვა, სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს: რაც უფრო დამდაბლდება კაცი ღვთის წინაშე, მით უფრო მეტ ადგილს უთმობს თავის სულში ღვთის მადლის მოქმედებას. მუხლის მოდრეკით იგი ამოწმებს ღვთის დიდებულებას, იმას, რომ ღვთის შეწევნის გარეშე ადამიანს თავისთავად არაფერი შეუძლია. უცოდველმა ძე ღვთისამ მუხლი მოიდრიკა - ამით დაგვანახა ჩვენი ცოდვილობა, რომელმაც ედემის შვილებიდან მიწის შვილებად გვაქცია. ადამში დავეცით, ქრისტეს შეწევნით კი - და მხოლოდ ქრისტეს შეწევნით - შეგვიძლია აღვდგეთ. ის, რაც უფლისთვის მოწიწების გამოხატულება იყო, ჩვენთვის სინანულისაკენ მოწოდება და სიმდაბლის მაგალითია.
    სინანული სულის მიწისქვეშა წყლებია, ლოცვას რომ ასაზრდოებენ, უმისოდ ლოცვა უდაბნოს ქვიშასავით მშრალი და უსიცოცხლო იქნება. სინანული არა მარტო გარეგანი, შინაგანი ცრემლებიცაა - როგორც გულის ტკივილი: დაძაბული ლოცვის დროს გული უხილავად ღვრის სისხლს.
    ლოცვაში მარტო სული კი არა, სხეულიც მონაწილეობს. ადამიანის მთელი არსება, როგორც ორბუნებოვანი ერთიანობის მქონე პიროვნება, ღვთის სადიდებლადაა მოწოდებული. თუ ლოცვისას კაცს თავი დაუდევრად უჭირავს, სული ყურადღების მოკრებას ვერ შეძლებს. მხოლოდ წარმართული ტიპის დუალიზმი (25) განყოფს სულს სხეულისაგან და მიიჩნევს, რომ სხეული სულისათვის წამოსასხამია, რომელიც ადამმა მხრებზე მოიგდო.
image image
 


26 ივნისს (ახალი სტილით: 09 ივლისს) დღეს არის ხსენება:
 
0_28