ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
ფსალმუნში ვკითხულობთ: "ლოცვაი მისი ცოდვად შეერაცხენ მას" (ფსალმ. 108, 7). რომელი ლოცვა შეერაცხება კაცს ცოდვად?
კაცს ლოცვა ცოდვად მაშინ შეერაცხება, თუ იგი საეკლესიო კანონებით აკრძალულს ითხოვს: მაგალითად, თვითმკვლელთა ცხონებას, ურწმუნოთა და მწვალებელთათვის ზეციური სასუფევლის მინიჭებას.
რაში მდგომარეობს ამ შემთხვევაში ცოდვა? ვის რას უშავებს კაცის მცდელობა, თუნდაც უშედეგო, შეეწიოს მიცვალებულს?
ცოდვა ამ შემთხვევაში იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი კადნიერად უგულებელყოფს სული წმიდის მიერ ეკლესიისათვის ბოძებულ კანონებს და საკუთარ თავს თვით ეკლესიაზე უფრო მოწყალედ მიიჩნევს. გარდაცვლილის სული, რომელსაც არ ძალუძს მადლის დატევნა, ასეთი ლოცვის შედეგად კიდევ უფრო მეტად იტანჯება - როგორც მწყურვალი იტანჯება ჭის ფსკერზე მისთვის მიუწვდომელი წყლის დანახვისას.
    ლოცვა ცოდვად შეირაცხება, როდესაც კაცი იმ ლოცვის ძალის იმედით რაღაც ღვთის ნების საწინააღმდეგოს ითხოვს. ამის მაგალითსაც მოვიყვან: VI მსოფლიო კრებაზე არქიმანდრიტმა პოლიქრონიოსმა მონოთელიტური წვალების ჭეშმარიტების დასადასტურებლად კადნიერად მოისურვა მკვდრის აღდგინება. მამები დათანხმდნენ. დასაკრძალად მომზადებული მიცვალებულის გვამი მოიტანეს დარბაზში, სადაც კრება იმართებოდა. პოლიქრონიოსი დაიხარა და დიდხანს ჩასჩურჩულებდა რაღაცას ყურში მიცვალებულს, მაგრამ იგი არ გაცოცხლებულა. მაშინ პოლიქრონიოსი სამარცხვინოდ გააძევეს კრებიდან.
    ლოცვა ცოდვად შეირაცხება, როდესაც კაცი თავს წირავს არა მოვალეობის გამო, ანდა "მეგობართა თვისთათვის" (ინ. 15, 13), არამედ იმიტომ, რომ არასწორი წარმოდგენა აქვს თავისი განსაკუთრებულობისა და ღმერთთან სიახლოვის შესახებ. სატანა ასე განსცდიდა მაცხოვარს: "უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაი, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ ანგელოსთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის, და ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი" (მთ. 4, 6). მაგრამ იესომ მიუგო: "კუალად წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი" (მთ. 4, 7). ეს ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს. ამპარტავანი მლოცველი, თავისი კადნიერების გამო ღვთისაგან მიტოვებული, ანგელოზების კი არა, თავისი მტრების, ეშმაკების ხელში აღმოჩნდება.
    ცოდვილი ლოცვის კიდევ ერთი სახეა ერთობლივი ლოცვა მწვალებლებთან ან მათთან, ვინც ეკლესიისგან განკვეთილია.
აქ რაღაში მდგომარეობს ცოდვა?
ერთობლივი ლოცვა სულიერი ერთობის განხორციელებაა, აქ კი მართლმადიდებლები მწვალებლებთან ამყარებენ ერთობას და მწვალებლობის ხელში ექცევიან, რაც დინამიურად აისახება კიდეც ლოცვაზე. ლოცვა სულის სისხლია. რა მოუვა ადამიანს, მას რომ სხვა სტრუქტურის ან ბაქტერიებით დასნებოვნებული სისხლი გადაუსხან? ამიტომ საეკლესიო კანონები გვიკრძალავენ ერთობლივ ლოცვას მწვალებლებთან.
image
 


24 ივნისს (ახალი სტილით: 07 ივლისს) დღეს არის ხსენება:
 
0_28