ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
მოძღვარი: მამა ვალენტინი მორდასოვი
წყარო: მოძღვრის ძალზე სასარგებლო რჩევები მრევლისათვის [გვ. 114]
თემა:

ბოროტი ზრახვები,  სიამაყე

რას უნდა ერიდებოდეს სულიერი ადამიანი?
სულიერ ღვაწლში მყოფი ყველანაირად უნდა ერიდებოდეს იმგვარ აზრებს, რომლებიც აღწევს მის გონებასა და გულში და ესათუთება. სატანა დიდი გამომგონებელია ბოროტმოქმედებაში: როდესაც ღვთისმოსავი ადამიანის ყურადღებას ვერ წყვეტს მათთვის ძვირფასი ცხოვრების წესისა და საქციელისაგან და ვერ ხრის იქითკენ, საითაც მას სურს, მაშინ ცდილობს მათ გაოცებას სხვა ხერხით. იგი აქებს მათ. როგორც იმგვარ ადამიანებს, რომლებმაც სრულყოფილებას მიაღწიეს, მერე განადიდებს, როგორც წმიდანებს, ეფერება, როგორ ღმერთის მეგობრად გამხდართ და უკვე ყველა სათნოების მომხვეჭთ. ამდაგვარად ის მათში აღძრავს სიამაყეს და ნელ-ნელა ღმერთის წინააღმდეგ განაწყობს და ბოლოს, ძირფესვიანად ამოგლეჯს ზოგიერთი მცენარესავით.
    ყოველივე აქედან გამომდინარე, როგორც აღვნიშნეთ, უნდა ვერიდოთ ზრახვებს, რომლებიც ჩვენს გონებასა და გულს ელოლიავება (წმ. კირილე ალექსანდრიელი).
    
image
 



21 ივნისს (ახალი სტილით: 04 ივლისს) დღეს არის ხსენება:
 
0_28