თემა: ტელევიზორი

ეკრანი აჩვევს სხვა ადამიანში პიროვნების არ დანახვას, რეალურ ცხოვრებაში მათ, როგორც მკვდარი, უსახო სურათის, როგორც გამოსახულების გულგრილად ყურებას.
    წმ. წერილი ამას უწოდებს "გულისთქმას თვალთაი" (1 ინ. 2:16), ხოლო წმ. მღვდელმთავარი თეოფანე - "ავთვალობას". ღირსი სილუან ათონელი ამბობდა, რომ "მოყვასის ერთი ალმაცერად შეხედვაც კი ადამიანს მადლს აკარგვინებს", ანუ აკარგვინებს ღმერთთან კავშირს, აუცხოებს მისგან.
    ეკრანი აჩვევს პიროვნების არ დანახვას არა მარტო სხვებში, არამედ საკუთარ თავშიც. "ადამიანები ხედავენ მთელ სამყაროს, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ამჩნევენ, - აღნიშნავდა ბერი პაისი ტელევიზიის ვავნეობაზე საუბრისას. - ღმერთი კი არ ანადგურებს ადამიანებს, არამედ თვით ადამიანები თავიანთი ჭკუით ანადგურებენ საკუთარ თავებს"
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები