image

თემა: კეთილი ზრახვები

წმინდა ადამიანს შეუძლია შეიცნოს როგორც ცბიერი ადამიანი, ასევე - წმინდა. ის ხედავს ვინმეს მიერ აღსრულებულ ბოროტებას, მაგრამ ამავდროულად ხედავს ბოროტების მოქმედს და მის "შინაგან კაცსაც". ის ხედავს, რომ ეს ბოროტება მაცდურისაგან მოდის, რომ ის ადამიანში გარედან შევიდა. მას სულიერი თვალით დანახული საკუთარი ცოდვები დიდად ეჩვენება, ხოლო სხვათა ცოდვები - მცირედ. თანაც თავს კი არ იტყუებს, არამედ სხვათა ცოდვებს ნამდვილად უმნიშვნელოდ მიიჩნევს! მას შეუძლია, გაიგოს, რომ ვიღაცის მიერ ჩადენილი ქმედება დანაშაულია, მაგრამ, ამ სიტყვის კარგი გაგებით - ბოროტი ადამიანის მზაკვრობის გამართლებას ყოველთვის ახერხებს. მას არ სძულს ასეთი ადამიანები და საკუთარ თავზე უარესად არ მიაჩნია ისინი, და შესაძლოა, უკეთესებადაც კი მიიჩნევდეს მათ. უამრავი მიზეზის გამო, სრულიად შეგნებულად იგი ითმენს მათ მიერ მიერ აღსრულებულ ბოროტებას. მაგალითად: როდესაც ავაზაკის ბოროტებას ხედავს, იგი თვლის, რომ ამ ავაზაკს არავინ დაეხმარა და ბოროტმოქმედებამდე ამიტომ დაეცა. ამასთან, მას ესმის, რომ შესაძლოა, რომ თვითონ აღმოჩენილიყო ამ უბედურის ადგილას, თუკი ღმერთი არ შეეწეოდა. ბოროტებასთან მსგავსი მიდგომით ასეთი ადამიანი დიდ მადლს იღებს. ცბიერ კაცს კი საწინააღმდეგო რამ ემართება. როდესაც მართლის სიწმინდეს ხედავს, მან არ იცის მისი კეთილი ზრახვების შესახებ, - ისევს, როგორც არაფერი უწყის მათ შესახებ ეშმაკმა
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები