image

თემა: გმობის გულისთქმები

იყო ერთი გულმოდგინე მონაზონი, რომელსაც ეს ეშმაკი ოცი წლის მანძილზე ებრძოდა: ხორცი მარხვითა და მღვიძარებით დააჭკნო, მაგრამ ნუგეში ვერ ჰპოვა; მაშინ დაწერა ყველაფერი და ნაწერი ერთ წმიდა ბევრ მიართვა, თვითონ ფეხებში ჩაუვარდა და თავის მაღლა აღებას ვერ ბედავდა; როდესაც ბერმა ყველაფერი წაიკითხა, გაიღიმა, ძმა ფეხზე წამოაყენა და უთხრა: შვილო, ხელი მხარზე დამადე. როდესაც ძმა ასე მოიქცა, ბერმა კვლავ უთხრა: ჩემზე იყოს, ძმაო, ეს ცოდვა, რაც ამდენი ხანი შენთან ყოფილა, ოღონდ შენ ნუღარად ჩააგდებ მას; ის ძმა მარწმუნებდა, რომ ჯერ ბერის სენაკიდან გამოსული არც იყო, როდესაც ეს ვნება გაუჩინარდა. ეს ამბავი თვითონ მიამბო და მადლობას სწირავდა მრავალმოწყალე ღმერთს, რომლისა არს დიდება უკუნითი უნუნისამდე, ამინ
image image