თემა: სული

179. სწორედ ამგვარად ძალუძს სულს „მტკიცედ დგომა უფლის მიერ“ (ფილ. 4.1) თავისი კეთილსახეობით, მშვენიერებითა და სიწრფელით, როგორადაც იყო იგი შექმნილი ღვთის მიერ დასაბამიდან, – მშვენიერი და წრფელი, როგორც ეს ნათქვამი აქვს ღვთის დიდ მსახურს ანტონის: „რაჟამს აქვს სულს გონითობა ისე, როგორც ეს ბუნებას შეესაბამება, სათნოება შემყარდება“. და, მცირედით შემდეგ, კვლავ ამბობს: „განვიწმინდოთ აზროვნება, რადგან მე მწამს, რომ მას, ყოველმხრივ განწმენდილსა და ბუნებითად მდგომს, ძალუძს მჭვრეტელი გახდეს და, თავის თავში ექნება რა გამოცხადების მიმცემი უფალი, უფრო მეტად და უფრო შორიდან ხედავდეს ეშმაკებს“. ეს თქვა სახელოვანმა ანტონიმ, როგორც ამბობს დიდი ათანასე „ანტონის ცხოვრებაში“.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები