image

თემა: ეკლესიაში ლოცვა

ლოცვებს, საღმრთო წერილს და ყოველს წიგნებს მისთვის წაიკითხავენ ეკლესიაში, ძმანო ჩემნო, რომ წაკითხულნი ჰაზრნი სასმენელის შენისაგან შევიდნენ შენს გულში და მუნ გააჩინონ სხვა და სხვა გრძნობანი, ესე იგი მონანება, ღვთის შიში, ცოდვის მოძაგება. შენ ამაზე ფიქრობ, მხოლოდ იმას ცდილობ, რომ მოისმინო ყოველი ლოცვები. ხშირად ლოცვების წამკითხველი ჩქარობს, ცუდათ კითხულობს, ისე რომ ვერც კი გაიგებ, რას კითხულობს; უთუოდ იცის შენი სურვილი, რომ მალე გაათაოს ლოცვები, ოღონდ კი არც ერთი არ გაუშვას. რა გამოვიდა აქედგან? ის რომ, ლოცვები მართალია, ყოველი წაიკითხეს, მაგრამ მათი მოქმედება შენ გულზე იქმნა სუსტი. ეკრძალე, ძმაო, რომ ესოდენი ლოცვების მოსმენა არ დარჩეს შენთვის უსარგებლო. ამ ლოცვები ისე არის დაწყობილი, რომ თუ კარგად მოისმენ მათ, უთუოდ მრავალთა კეთილთა გრძნობათა გააჩენენ იგინი შენს გულში.
image image