image

თემა: საკუთარი თავის უარყოფა

დიდი და ფრიად საჭირო არს ყოვლისა კაცისათვის თავის უარისყოფა, ესე იგი თავის შეწირვა სხვისათვის. გარნა შენს სახლში ყოველს დღეს გაქვს შემთხვევა აღასრულო ეს სათნოება. აქ დედ–მამანი თავის თავს უნდა დაივიწყებდნენ და თავი შესწირონ შვილთა; შვილმა დედ–მამა უნდა შეიყვაროს თავის უმეტესად; ცოლმა თავის თავი უნდა შესწიროს ქმრის სიყვარულსა; ქმარს თავის თავი ისრე არ უნდა ახსოვდეს, როგორც ცოლი და შვილები.
image image