image

თემა: წუთისოფლის უარყოფა

უკუეთუ აღგიღებიეს თავით თვისით მსახურებაი ღმრთისა და განშორებულ ხარ საქმისაგან კაცობრივისა, და ზაცისა საზრდელი გიყოფიეს საზრდელად შენდა, და მინდობილ ხარ ღმრთისა, და სასოებაი გაქუს კეთილთა მათ საუკუნეთაი და ცხოვრებისა დაუსრულებელისაი, და გნებავს დიდებაი იგი უცვალებელი, ევლტოდე უკუე დიდებასა ქვეყნისასა, რომელი წარსწყმედს სულსა კაცთასა. და ნუ აჰმაღლდები ქებითა კაცთაითა და ნუცა მძიმე გიჩს გინებაი მათი. და განეშორე შფოთთაგან კაცობრივთა, და მიივლტოდე მათდა, რომელნი იტყოდიან, ვითარმედ: "მუხლნი ჩვენნი მოუძლურდეს მარხვითა", და მიემსგავსე მათ, რამეთუ იგინი არიან სუეტნი საღმრთონი, რამეთუ სიმცირითა საზრდელისაითა და სიდიდითა შრომათაითა მოიხადეს მათ მადლი ღმრთისაი და იქმნეს მკვიდრ ქალაქსა მას ზეცისასა
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები