image

თემა: დღესასწაული

დღესასწაულზე თვით ეკლესიის კანონით არის დაშვებული მრავალფეროვნება ტრაპეზზე, ხოლო დიდ დღესასწაულებზე – „დიდი სიუხვე“. ცოდვად არ ითვლება დღესასწაულზე გემრიელი საკვების მირთმევა, უფრო ხანგრძლივად დროის გატარება სუფრასთან, სტუმრად წასვლა და საკუთარ სახლში წვეულების გამართვა, მაგრამ ყოველივე ეს უნდა აღესრულოს უფლის სადიდებლად. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი დამსგავსებია კიდეც პირუტყვს დღესასწაულის ტრაპეზისას ნაყროვანებითა და აზარტული თამაშებით. უყურებია ქრისტიანისათვის შეუფერებელი სპექტაკლის, ან ფილმისთვის, მთელი დღე ტელევიზორთან მჯდარა, ან ბანქო უთამაშია, ან (განსაკუთრებით ახალგაზრდებს) თავი შეუქცევია ველური როკვითა და სიმღერით. შეინანეთ უფლის წინაშე. ჩვენ, ქრისტიანები მეტად ფრთხილად უნდა მოვიქცეთ დღესასწაულებზე: უნდა წავიკითხოთ სულის საცხოვნებელი წმინდა მამათა წიგნები, მოვინახულოთ სნეულები, მოვიწვიოთ შინ მარტოხელა ადამიანი, რათა გული გაუთბეს ჩვენი სტუმართმოყვარეობით, მოვიკითხოთ განსაცდელში მყოფი მოყვასი და ვანუგეშოთ, თუ საქმით არა, სიტყვით მაინც. ნეტარია ის, ვინც ასე გაატარებს დღესასწაულს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები