image

თემა: რჩევის მიცემა,  ცხონება

376, ერთ-ერთმა ძმამ დიდ ბერს მიმართა: ბატონო აბბა! ჩემი სული ბოროტებითაა სავსე, და სულ მინდოდა ამის თაობაზე შენთვის მეკითხა, მაგრამ მეშინოდა, რადგან ვფიქრობდი, რომ თუ ვკითხავ და შემდეგ არ შევასრულებ, ამით უფლის სულს გამოვცდი-მეთქი. ჩემმა აბბამ კი მითხრა, ბერების გამოკითხვის უგულებელყოფა სულის უდიდესი დაცემააო. ღვთის გულისათვის გთხოვ, ილოცე ჩემთვის და დამარიგე, როგორ ვცხონდე და შემინდე.
ძმაო გვიან გამოიღვიძე, როცა უკვე "შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი შენნი" (ფსალ.37,5). თუ ცხონება გსურს, შეინანე, მოიკვეთე ყველაფერი, რაც დაღუპვისკენ მიგაქანებს, და დავითთან ერთად თქვი: "ესე არს განახლებაი" (ფსალ.76,10). ამგვარად, ამიერიდან შენი ნება, თავისმართლება, სიჯიუტე და დაუდევრობა მიატოვე და მათ ნაცვლად სიმდაბლეს, თვინიერებას და მორჩილებას შეუდექი. საკუთარი თავი არარაობად შერაცხე და ცხონდები. თუ ამას დაიცავ, ყოველგვარი ბოროტებისაგან დაცული იქნები; თუ არა, თავად ნახავ, რამეთუ პასუხის გაცემა მოგიწევს იმ საშინელ დღეს. თუ მეკითხები, მაგრამ ჩემ პასუხს უგულებელყოფ, არა მარტო ახლა დაგედება მსჯავრი, არამედ-მომავალ საუკუნეშიც. ასე რომ, თავს დაუკვირდი, დრო უქმად არ გაფლანგო და დაუდევრად ნუ მოეპყრობი შენს ცხონებას, რათა არ დაკარგო საზღაური, რომელიც უფალს სურს შენთვის.
image
 
თემატური კითხვები