ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
32. სახარებისეულ იგავში ბრძენსა და სულელ ქალწულთა შესახებ ნათქვამია, რომ სულელ ქალწულებს ლამპარში ზეთის უქონლობის გამო დაეხშოთ საქორწინო სასახლის კარები. რას ნიშნავს ლამპარში ზეთის უქონლობა?
მე, გლახაკი, ვფიქრობ, რომ იმ ქალწულებს აკლდათ სახელდობრ მადლი ყოვლადწმიდისა საღმრთოსა სულისა... ესაა მარადიული საუნჯე, მოუკლებელი და წარუვალი, განუზომელი და დაუფასებელი. სწორედ ეს – სულიწმიდის მოპოვება – იწოდება იმ ზეთად, რომელიც არ გააჩნდათ სულელ ქალწულთ. სწორდ ამიტომაც ეწოდა მათ სულელნი, რომ დაივიწყეს სათნოებათა ნაყოფის – სულიწმიდის მადლის საჭიროება, ურომლისოდაც ვერავინ ცხონდება, რამეთუ "სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცხოველ იქმნების და სიწმიდით ამაღლდების და განბრწყინდების სამებისა მიერ ერთარსებისა ღმრთივ–შვენიერად და საიდუმლოდ" (1 ანტინოფნი მე–4 ხმისა).
image
 


24 ივნისს (ახალი სტილით: 07 ივლისს) დღეს არის ხსენება:
 
0_28