ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
166. შეიძლება თუ არა, ჩვენ თავად რომ განვმარტავდეთ სახარებასა და საღმრთო წერილის სხვა წიგნებს?
არ გაბედო თავად განმარტო სახარება და საღმრთო წერილის სხვა წიგნები! საღმრთო წერილი წმ. წინასწარმეტყველებისა და მოციქულების მიერ არის დაწერილი, დაწერილი არა თვითნებურად, არამედ სულიწმიდის ჩაგონებით. განა უგუნურება არაა, იგი თვითნებურად განმარტო? სულიწმიდამ წინასწარმეტყველთა და მოციქულთა პირით წარმოთქვა, ხოლო წმ. მამების მეშვეობით განიმარტა ღვთის სიტყვა. მხოლოდ ამ ერთადერთ განმარტებას ღებულობს წმ. მართლმადიდებელი ეკლესია! მხოლოდ ამ ერთადერთ განმარტებას ღებულობენ მისი ჭეშმარიტი შვილები!... მათთვის, ვინც მას კადნიერად განმარტავს, ღვთის სიტყვა, ხსნის სიტყვვა, სასიკვდილოა, ორლესული მახვილია, რომლითაც ისინი თვითონვე განიგმირავენ თავს, რათა საუკუნოდ წარწყმდნენ. ასე წარიწყმიდეს სული არიოზმა, ნესტორმა, ევტიხმა და სხვა მწვალებლებმა, რომლებიც საღმრთო წერილის თვითნებური და კადნიერი განმარტებით ღვთისმგმობელობაში ჩავარდნენ.
image
 


24 ივნისს (ახალი სტილით: 07 ივლისს) დღეს არის ხსენება:
 
0_28