ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
 
თემა: ცოდვა
247. ვის უწოდებენ მეზვერეებს?
მეზვერეები ეწოდებოდა იმ ხალხს, რომლებიც ხარკს კრეფდნენ. ხშირად ისინი ხარკის აკრებისას ბოროტად იყენებდნენ თავიანთ უფლება–მოსილებას, შეურაცხყოფდნენ ადამიანებს, იღებდნენ იმაზე მეტს, ვიდრე ეს დადგენილი იყო. ისინი მოწყლულნი იყვნენ სხვა უკეთურებითაც. ამის გამო ხალხს სძუდა მეზვერეები, როგორც ცოდვილი ადამიანები.
248. ზაქეც ხომ მეზვერეთა მთავარი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მაცხოვარი მის სახლში შევიდა, გამოსწორება გადაწყვიტა. რატომ მოხდა ასე?
იმიტომ, საყვარელო ძმანო და დანო, რომ მან მოიძულა საკუთარი ცოდვები. იხილა რა თავისთან ქრისტე, წმიდა და უცოდველი, ზაქემ დაინახა მთელი თავისი ცოდვილიანობა, უწმინდურობა, ზნეობრივი დაცემა. იხილა ეს და მის გულში აენთო გამოსწორების სურვილის ნაპერწკალი.
249. ზოგჯერ რაიმე სულიერი სენის მქონე ადამიანი ამბობს აღსარებას, მაგრამ აღსარების შემდეგაც უკურნებელი რჩება იგივე სენი. რა არის ამის მიზეზი?
ჩვენთან, მოძღვრებთან, სხვადასვა სულიერი სენის მქონე ადამიანები მოდიან, აღიარებენ თავიანთ ცოდვებს, მაგრამ მათგან განშორება არ სურთ. განსაკუთრებით ეძნელებათ უარის თქმა რაიმე საყვარელ ცოდვაზე. ცოდვის მოკვეთის სურვილის უქონლობა, ფარული სიყვარული ცოდვისადმი, განაპირობებს იმას, რომ ადამიანს გულწრფელი სინანული აღარ გამოსდის. ამიტომაც ვერ იღებს კურნებას, – როგორიც იყო აღსარებისას, იგივე რჩება აღსარების შემდგომ მაგრამ ამგვარად არ უნდა ხდებოდეს!... არამედ ზაქეს მსგავსად გულწრფელად უნდა მოვიძულოთ ჩვენი ცოდვები, მთელი სულით ვისურვოთ გამოსწორება და ცოდვების საპირისპირო სათნოებებისა და ღვთაებრივი კანონების შეყვარება.
image image
 


26 ივნისს (ახალი სტილით: 09 ივლისს) დღეს არის ხსენება:
 
0_28