257. რატომ ხდიდნენ საცნაურს საკუთარ ცოდვებს ეგვიპტელი მამები?
ეგვიპტელი მამები საკუთარ ცოდვებს იმიტომ ხდიდნენ საცნაურს, რომ ყოველ დამწყებსა და სულით მხურვალეს სცოდნოდა ძმათა საიდუმლოებები; როგორც სარკეში, ისე ეხილა ისინი, გულისხმაეყო მიზეზი ამ ცოდვებისა და მათი დათრგუნვის საშუალებები ესწავლა. მსგავსად გამოცდილი ექიმისა, რომელიც კურნავს დაავადებას და თავიდან აცილებს ავადმყოფს სნეულებას, სულიერი მკურნალნი, რომელნიც, ვითარცა ზეციური წამლით, სულიერი დარიგებით ებრძვიან უკეთურ გულისთქმათ, ცოდვათა მიზეზის ახსნით ეწინააღმდეგებიან ახალბედათა გულში ვნებათა გაძლიერებას.
image
 
თემატური კითხვები