image

თემა: საშინელი სამსჯამრო,  ღვთის შიში

258. როგორია მხსნელი შიში?
გსურს მოგითხრო როგორია იგი? რაჟამს რომელიმე ცოდვა გაგიტაცებს, ქრისტეს ის საშინელი და აუტანელი სამსჯავრო წარმოიდგინე, სადაც მაღალსა და დიდებულ ტახტზე დაჯდება მსაჯული, რომლის დიდების ხილვისას ყველა ქმნილებას ძრწოლა აიტანს და რომლის წინაშეც სათითაოდ წარვდგებით გამოსაძიებლად იმისა, თუ ცხოვრებაში რა გვაქვს ჩადენილი. შემდგომ ამისა, მათ, რომელთაც ცხოვრებაში მრავალი უკეთურება ჩაიდინეს, მიეჩინებათ საზარელი და პირქუში ანგელოზები, რომელთაც, შესაფერისად მათი ნების სისასტიკისა, მზერაცა და სუნთქვაც ცეცხლოვანი აქვთ, ხოლო სახე – მსგავსი ღამისა, დაღვრემილობისა და კაცთმოძულეობის გამო. შემდეგ კი თვალუწვდენელი უფსკრული, წყვდიადი გაუვალი და ცეცხლი უსინათლო, რომელსაც სიბნელეში მწველი ძალა აქვს, მაგრამ ნათელს მოკლებულია. შემდეგ რაღაც შხამიანი ჯიშის მატლი, ხორცის მჭამელი, საჭმელზე მუდამ დახარბებული და ყოველთვის გაუმაძღრი, რომლის მიერ შეჭმაც აუტანელ ტკივილებს იწვევს; ხოლო ბოლოს კი – სასჯელთაგან ყველაზე მძიმე – მარადიული გაკიცხვა და სირცხვილი მარადიული. ამისი გეშინოდეს და ამ შიშით გაწვრთნილმა, მისით, ვითარცა ლაგამით, სული შენი უკეთური სურვილებისაგან დააყენე.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები