image
372. როგორი უნდა იყოს ქრისტიანი?
ქრისტიანი უნდა განერიდოს უმაქნის ადამიანებს, მეტი უნდა იფიქროს და ნაკლები ილაპარაკოს. არ იყოს თავხედი და უტიფარი, არამედ იყოს მორცხვი და სიტყვა არავის შეუბრუნოს. იშრომოს საკუთარი ხელით, დაითმინოს გაჭირვება, დაიცვას გული ბოროტი აზრებისაგან, ყოველდღიურად გამოსცადოს საკუთარი თავი გულისთქმასა და ქცევაში, არ მიეცეს ყოფით საზრუნავებს და არ ჩაერიოს ბოროტ საუბრებში, ცნობისმოყვარეობა გამოიჩინოს არა უზრუნველი ხალხის, არამედ მხოლოდ წმ. მამათა ცხოვრების მიმართ, არ უსაყვედუროს ცოდვისაგან მოქცეულს.
image image