თემა: ადამი და ევა

435. რას ნიშნავს პროსკომიდია ანუ კვეთა?
პროსკომიდია ანუ კვეთა, რაც სამკვეთლოში სრულდება, აღნიშნავს: „თხემის ადგილს“, გოლგოთას, სადაც ჯვარს ეცვა ქრისტე. როგორც ამბობენ, აქვეა დაფლული ჩვენი პირველმამის, ადამის „თხემი“ ანუ მისი თავის ქალა. პროსკომიდია იმასაც ცხადყოფს, რომ ქრისტეს საფლავი იყო ჯვარცმის ადგილთან.
436. ნაწინასწარმეტყველები არის თუ არა "თხემის ადგილის" შესახებ ძველ აღთქმაში?
ხსენებული „თხემის ადგილი“ წინასწარ მოასწავა აბრაამმა, როდესაც მან ერთ–ერთ მთაზე, ღვთის ბრძანებით, ქვის საკურთხეველი სამსხვერპლო ააგო, შეშა დაუდო მას და ზედ თავისი ძე ისააკი დააწვინა, შემდეგ კი ისააკის სანაცვლოდ ვერძი შესწირა სრულნაყოფიერ მსხვერპლად. ასევე, ღმერთი და მამა–დაუსაბამო და „დღეებით დაძველებული“ – აბრაამის მსგავსად არ დაერიდა, აღთქმისაებრ, თავის დაუსაბამო ძეს, რომელიც ჟამთა დასასრულს აბრაამისვე ნათესავი ქალწულისა და ღვთისმშობლისაგან განკაცდა.
image image