ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
531. რას უწოდებენ წმ. მამები უფლის სიტყვების კითხვასა და მოსმენას?
წმ. მამები უფლის სიტყვების კითხვასა და მოსმენას სათნოების საფუძველს უწოდებდნენ.
532. რაზე მიგვითითებს უფლის სიტყვების კითხვა და მოსმენა?
იგი მიგვითითებს ჩვენს ცოდვილ ვნებებზე, რომლებიც ჩვენსავე შერყვნილ არსებაში სუფევს, გამოააშკარავებს მათ ყოველგვარ ხრიკს, ამხელს მათ ბოროტებას, სიტყვანი უფლისანი ამხელენ ეშმაკის მზაკვრობას, გვმოძღვრავენ, თუ როგორ უნდა უკუვაგდოთ ეს ცბიერი მტერი, რომელსაც ჩვენი წარწყმედა სურს. უფლის სიტყვა განუწყვეტლივ მოგვიწოდებს მონანიებისაკენ, გვამცნობს უფლის უსასრულო მოწყალებას, რომელიც მან ცოდვით დაცემული და ტანჯული კაცობრიობისათვის გაიღო. იგი გვასწავლის, თუ როგორ უნდა მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები ჭეშმარიტად და მიგვანიშნებს ამა სოფლის ცვალებადობასა და ამაოებაზე. სიტყვანი უფლისანი თვალწინ გადაგვიშლიან მრადისობას, სადაც ადამიანი ჯილდოვდება ღვთისმოსაობრივი ამქვეყნიური ცხოვრებისათვის და ისჯება უკანონობისათვის. ისინი ზედმიწევნით გვასავლიან, თუ როგორ მოვიპოვოთ მადლი ღვთისა და სათნო ვეყოთ მას. მოკლედ რომ ვთქვათ, სიტყვანი უფლისანი გვასწავლიან, თუ როგორ უნდა ვცხოვნდეთ.
image
 
თემატური კითხვები
27 სექტემბერს (ძვ. სტ. 14 სექტემბერს) არის ხსენება:
0_28