image

თემა: ფსალმუნები

549. როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები: „ნეტარ არს ნათესავი, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი, ერი, რომელ გამოირჩია სამკვიდრებელად თვისა“ (ფსალმ. 32.12)?
არავინ ჩათვლის ნეტარად იუდეველთა ერს, არამედ ხალხს, რომელიც უპირატესად სხვა ერებისგანაა ამორჩეული, რადგანაც ჩვენ ვართ ნათესავი, ვისთვისაც უფალი ღმერთია, ჩვენ ვართ ხალხი, „რომელ გამოირჩია სამკვიდრებელად თვისა“; ნათესავი იმდენად, რამდენადაც მრავალი წარმართისაგან შევიკრიბეთ, ხოლო ხალხი, რამდენადაც, გაკიცხული ხალხის ნაცვლად ვართ მოწოდებული. ხოლო რადგანაც „მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი რჩეულ“ (მათ. 20, 16), ნეტარებას მიანიჭებს არა მოწვეულებს, არამედ რჩეულებს. „ნეტარ არს რომელ გამოირჩია“ და რა არის მიზეზი ნეტარებისა? მემკვიდრეობა მარადიულ სიკეთეთა, რომელიც გველის, ან მოციქულის მიხედვით „ვიდრემდე სავსება იგი წარმართთა შემოხდეს. და ესრეთ ყოველი ისრაელი ცხონდეს“ (რომ. 11, 25–26). პირველად ნეტარებას წარმართებს მიანიჭებს, ხოლო შემდეგ ბოლოსდაბოლოს გადარჩენილ ისრაელიანებსაც, მაგრამ არა ყველას, არამედ ნეშტს, ანუ იმას, ვისაც მადლი ამოარჩევს. ამიტომაცაა ნათქვამი „ერი რომელ გამოირჩია სამკვიდრებელად თვისა“.
image image
 
თემატური კითხვები