ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
561. რას გვეტყვით წმინდანთა თაყვანისცემის შესახებ?
ჩვენ პატივს უნდა მივაგებდეთ და ვეთაყვანებოდეთ წმინდანებს, როგორც ქრისტეს მეგობრებს, როგორც შვილებს და მემკვიდრეებს ღმერთისა, ვითარცა მას ბრძანებს წმ. მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი: „...რაოდენთა–იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ხელმწიფება შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი“ (იოან. 1, 12). ამიტომ ისინი უკვე მონები კი აღარ არიან, არამედ – შვილები, ძენი ღმრთისა; აკი თვით უფალიც წმ. სახარებაში ასე ეუბნება თავის მოციქულებს: „თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოთ, რომელსა–ესე გამცნებ თქუენ“... (იოანე 15.14)... რა დიდად უნდა გარჯილიყავი, (ჰოი კაცო), რათა ისეთი მფარველი მოგეპოვებინა, რომელიც (ამა ქვეყნის) მოკვდავ მეფეს წარუდგენდა შენს თავს და მის წინაშე ერთ–ორ სიტყვას შეგაწევდა! ამიტომ, ნუთუ პატივი არ უნდა მივაგოთ მთელი კაცთა მოდგმის მეოხმყოფელთ, რომელნიც ყოველი ჩვენგანისათვის აღუვლენენ ღმერთს ლოცვა–ვედრებას?!
562. როგორ უნდა გამოვხატავდეთ თაყვანისცემას წმიდანებისადმი?
ჯერ–არს პატივს მივაგებდეთ და ვეთაყვანებოდეთ მათ იმით, რომ მათს სახელზე ტაძრებს ავუგებდეთ ღმერთს, მსხვერპლს შევწირავდეთ, პატივით აღვნიშნავდეთ მათი ხსენების დღეებს და სულიერად განვიხარებდეთ, რათა ეს სიხარული საფერი იყოს მათთვის, ვინც ჭეშმარიტი რწმენისაკენ მოგვიწოდებს, და უჯერო ქცევით (იმის ნაცვლად, რომ ვაამოთ მათ) არ განვარისხოთ ისინი... მაშ, პატივი მივაგოთ და თაყვანი ვცეთ წმინდანებს, ჩვენ, მორწმუნეებმა, იმით, რომ აღვუვლინოთ სულიერი ფსალმუნები, სადიდებლები და საგალობლები; გულშემუსვრილნი და მოწყალენი ვიყოთ შეჭირვებულთა მიმართ, რაც ყველაზე მეტად სათნო–ეყოფა ღმერთსაც, აღვუგოთ ხოლმე მათ მოსახსენიებლელი ნიშები და შევუქმნათ ხილული გამოსახულებანი, და წმინდანთა ქველის საქმეთა მიბაძვით თვით ჩვენ შევიქნათ მათ ცოცხალ გამოსახულებებად.
image image
 
თემატური კითხვები
21 სექტემბერს (ძვ. სტ. 8 სექტემბერს) არის ხსენება:
0_28