ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
575. სამართლიანია თუ არა ჩემი მწუხარება იმის გამო, რომ ხელმოკლეობის მიზეზით არ შემიძლია შევისრულო უდიდესი სურვილი – იერუსალიმის სიწმინდეთა მონახულება?
რატომ უნდა ვეცადოთ იმის გაკეთებას, რაც არც ნეტარად შეგვქმნის და არც ცათა სასუფეველს მიგვაახლოებს?! ან კი უფრო მეტს და უმჯობესს რას მიიღებს ის, ვინც წმინდა ადგილებს მოინახულებს იერუსალიმში?! – თითქოს უფალი დღემდე სხეულებრივად ჰგიებდეს მათში, ჩვენგან კი, ქვეყნიერების სხვა ადგილებში მცხოვრებ მორწმუნეთაგან მოშორებული იყოს! ან თითქოს სულიწმიდა უხვად იყოს გადმოღვრილი იერუსალიმის მკვიდრ ქირსიანთა შორის, ჩვენთან კი, სხვა ქალაქების მკვიდრთა თანა, არ შეეძლოს მოსვლა... ადგილს თუ შევიცვლით მხოლოდ, ეს სულაც არ დაგვაახლოებს ღმერთთან. სადაც არ უნდა იმყოფებოდე, ქვეყნის რომელ კუთხეშიც არ უნდა იყო, უფალი უსათუოდ მოვალს შენთან, თუკი შენი სულის სამკვიდრებელი ღირსეული სამყოფელი აღმოჩნდება უფლისათვის, რათა მან შეძლოს შენში შემოსახლება და შენთან ერთად სრბა... ხოლო, თუკი შენი შინაგანი კაცი მზაკვრული და უჯერო ზრახვებითაა აღსავსე, მაშინ თუნდაც გოლგოთაზე იმყოფებოდე, გინდაც ზეთისხილის მთაზე და გინდაც ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის ალაგთან – სულ ერთია, შენ მაინც ისევე არ შეგეძლება უფლის მიღება შენს არსებაში, როგორადაც სრულიად ურწმუნო ადამიანს, ანდა იმას, ვისაც ჯერ ჭეშმარიტი სარწმუნოების საწყისებიც კი არ უღიარებია... ჭეშმარიტად, ვისაც გულში ღმერთი შეუძენია, მასში ყოველთვის არის ბეთლემიც, გოლგოთაც, ელეონის მთაც და ყველა სხვა წმინდა ადგილიც, რამეთუ ასეთი ადამიანი თვითონვე შექნილა სიწმიდედ.
image
 
0_28