ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
თემა: ცოდვა
582. ითვლება თუ არა ცოდვად ის, რასაც ბუნების კანონების თანახმად ვაკეთებთ?
ის კი არ არის ცოდვა, როცა ბუნების კანონების თანახმად აკეთებენ რამეს, არამედ ის, როცა, თავისუფალი ნებიდან გამომდინარე, მოიმოქმედებენ რაიმე ცუდს. საზრდოს მიღება არ შეიძლება შეცოდებად მივიჩნიოთ, მაგრამ ცოდვაა მისი მიღება ღმერთისადმი მადლის მიძღვნის გარეშე, მოწიწებისა და თავშკავების გარეშე. არც დანახვა რაიმესი შეიძლება თვისთავად ცოდვა იყოს, მაგრამ სცოდავენ, როცა შურით ხედავენ რაიმეს, ან თუ ამპარტავნებით უყურებენ ვინმეს. მშვიდად მოსმენა რაიმესი კი არ არის ცოდვა, არამედ სცოდავს ის ადამიანი, რომელიც განრისხებული ისმენს რაიმეს. ცოდვა არ არის იმაში, თუკი ილაპარაკებ რაიმე აუცილებლის გამო, ანდა, კიდევ უკეთესი, მადლს თუ მიუძღვნი ღმერთს და ილოცებ, მაგრამ შესცოდავ, თუკი უფლებას მისცემ შენს ენას, ვინმეს ცილი დასწამოს, ან აუგი თქვას ადამიანზე. ცოდვა არ არის, ხელსაქმით გასარჯო შენი ხელები, ანდა, მით უმეტეს, მოწყალების გაცემასა და ქველმოქმედებაში დაღალო ისინი, მაგრამ ცოდვაა, როცა რაიმეს დაატაცებინებ, ანდა მკვლელობას ჩააადენინებ მათ. ამგვარად, ყოველი ორგანო ჩვენი სხეულისა სცოდავს, როცა, თვითნებურად, ანუ თავისი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე, რაიმე ბოროტებას სჩადის, ღმერთის ნების საწინააღმდეგოს და არ აღასრულებს კეთილს, თავისი დანიშნულებისამებრ ბუნებრივს.
image
 


15 ივლისს (ძვ. სტილით: 2 ივლისს) არის ხსენება:
 
0_28