ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
585. როგორ უნდა გავიგოთ მაცხოვრის სიტყვები: „ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქუენსა ზეცათასა“ (მათ. 5.16)?
ეს სიტყვები იმას კი არ ნიშნავს, თითქოს უფალი გვამცნობდეს, რომ მაჩვენებლები ვიყოთ, არამედ იგი ღვთისთვის სათნო ცხოვრებისაკენ მოგვიწოდებს. როგორც მზის სინათლის ხილვისას ჩვენ ხოტბას ვასხამთ არა ჰაერს, ნათებაში რომ მონაწილეობს, არამედ მზეს, რომელსაც აქვს ნათელი და ასხივებს მას; ასევე, სათნოებებით შემკული ადამიანის ხილვისას ჩვენ განვადიდებთ მზეს სიმართლისას, რადგანაც ასეთ კაცს, როგორც კი შესამჩნევი გახდება, ადამიანები სიმართლის მზის – ქრისტეს განდიდებისაკენ მიჰყავს. მაგრამ არაფერი ვთქვათ დიდ სათნოებებზე. მხოლოდ ერთს გეტყვით: თქვენთან ერთად ტაძარში ლოცვად მდგომი რომ უნებურად უკან მოვიხედავ და თვალს შევავლებ რა მათ, რომელნიც, შემუსვრილნი, გონიერებით აღუვლენენ გალობას უფალს, ან კი იმათ მივაპყრობ მზერას, მდუმარედ და ყურადღებით რომ დგანან ლოცვაში ჩაღრმავებულნი, მხოლოდ ეს ერთი შეხედვაც კი ფრთებს მასხამს, კმაყოფილებით მავსებს და მეც განვადიდებ ზეციურ მამას.
image
 


23 ივნისს (ახალი სტილით: 06 ივლისს) დღეს არის ხსენება:
 
0_28