ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
601. რას გვეტყვით წმინდანთა წმიდა ნაწილების თაყვანისცემის შესახებ?
უფალმა ჩვენმა და მეუფემ იესო ქრისტემ წმინდანთა წმიდა ნაწილებიც გვიბოძა, როგორც მაცხოვნებელი წყარონი, რომელნიც მრავალფერ სათნოებათ და ქველის საქმეთ აღმოაცენებენ და კეთილსურნელ მირონსაც გამოადინებენ. დაე, ნურავინ ნუ დაეჭვდება ამაში! რამეთუ, თუკი ღმერთის ბრძანებით უდაბნოში სალი კლდიდან წყარო გადმოდინდა, ხოლო მწყურვალი სამსონისათვის სახედრის პირიდან (ღაწვიდან) წარმოდინდა წყალი, მაშ, განა დაუჯერებელია, რომ უფლისათვის წამებულთა წმიდა ნაწილებიც კეთილსურნელოვანი მირონით მდინარენი იყვნენ?! – არა, ეს დაუჯერებელი არავითარ შემთხვევაში არ იქნება, იმათთვის მაინც, რომელთაც უწიან ყოვლადძლიერება ღმერთისა და ისიც, თუ ვითარი პატივის ღირსად ჰყოფს იგი თავის წმინდანებს.
image
 
თემატური კითხვები
21 სექტემბერს (ძვ. სტ. 8 სექტემბერს) არის ხსენება:
0_28