ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
 
604. როგორი სიმდაბლეა ღვთისთვის სათნო?
მდაბალი სული იმას აქვს, ვისთვისაც უცხოა ქედმაღლობა და კაცობრივი სიამაყე. მაგრამ დამდაბლებულია ისიც, ვინც ცოდვის გზით მიემართება, რადგანაც არაფერი ისე არ ამდაბლებს კაცს, როგორც ცოდვა. ამიტომაც გახრწნილსა და დაკარგულ სიწმინდეს ქალწულობისას დამდაბლებას ვუწოდებთ, როგორც მაგალითად ნათქვამია, რომ: აღდგა ამნონი თამარზე და დაამდაბლა იგი (II მეფ. 13.14). ამიტომაც ისინი, რომელთაც დაკარგეს სიწრფელე და სიმაღლე სულისა, ცოდვისაგან მიწაზე განრთხმულნი და თითქოს მათზე მილურსმულნი, მსგავსად მხოხავი უხსენებლისა, იკლაკნებიან, არ შეუძლიათ რა აღმართვა, ისინიც დამდაბლებულნი არიან, ოღონდ არა სულით, ამიტომაც მათი სიმდაბლე საქები როდია. ხოლო ისინი, რომელთაც აქვთ მადლი სულისაგან წმიდისა, ნებით იმდაბლებენ თავს მდაბალთა წინაშე. მოციქულის მიხედვით ისინი თავიანთ თავს ქრისტესთვის ყოველი ადამიანის მონას უწოდებენ (2 კორ. 4,5), ყოველთა „ნასახურ მოაქამდე“ და კიდევ: „ვითარცა ნარჩევნი სოფლისანი შევიქმნენით“ (1 კორ. 4.13). ისინი სულიერ სიმდაბლეს იყენებენ და თავს ყველაზე მდაბლად წარმოადგენენ, რათა ზეცათა სასუფეველში ყოველთა შორის პირველნი გახდნენ. ამგვართ უფალიც ნეტარს უწოდებს და ამბობს: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა“ (მათ. 5.3).
image
 
თემატური კითხვები
0_28