image
თემა: ღვაწლი
627. რატომ აღარ გვაქვს ჩვენ ისეთი მკაცრი მოსაგრე ცხოვრება, როგორსაც ძველი მოღვაწენი ეწეოდნენ?
იმიტომ ვერ ვეწევით ამგვარ მკაცრ ცხოვრებას, რომ ამისთვის სიმტკიცე, გაბედულება და კადნიერება გვაკლია. ყოველივე ეს რომ გვქონდეს ჩვენ, მაშინ აუცილებლად შევძლებდით ცხოვრებას ისე, როგორც ძველნი მამანი ცხოვრობდნენ – ღვთის მადლითა და შეწევნით, რომელიც ყველას მიენიჭება, ვინც კი მთელის არსებით ეძიებს უფალს, რამეთუ მადლი ესე დღესაც იგივეა და ისევე მიენიჭება ყველა ღვთის სათნომყოფელს, როგორც უწინ იყო და როგორადაც ძველად მიენიჭებოდა. რამეთუ ღვთის სიტყვით, „იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე“ (ებრ. 13.8).
image image
 
თემატური კითხვები