ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
648. როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები: „უყვარს წყალობა და მსჯავრი უფალსა“ (ფსალმ. 32.5)?
თუ სამსჯავრო ღვთისა თავისთავად იმოქმედებდა და იმისდა მიხედვით, რასაც ჩვენი საქმეები იმსახურებენ, მთელი სისასტიკით მოგვაგებდა, რისი იმედი გვექნებოდა? ან ადამიანთაგან ვინ გადარჩებოდა? მაგრამ „უყუარს წყალობა და მსჯავრი“. იქცევა რა მოწყალედ, ვითარცა მოზიარე მსაჯულის ტახტისა, ისე გამოჰყავს თითოეული სამსჯავროს წინაშე. „უკუეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს“ (ფსალმ. 129.3). არც წყალობაა მისი სამსჯავროს გარეშე და არც სამსჯვარო – გარეშე წყალობისა. სამსჯავრომდე მას „უყვარს წყალობა“ და მხოლოდ წყალობის შემდეგ მოდის სამსჯავროზე. მასთან წყალობა და სამსჯავრო შეუღლებულია, რათა მხოლოდ წყალობამ არ დაგვაძაბუნოს და მხოლოდ სამსჯავრომაც სასოწარკვეთამდე არ მიგვიყვანოს. მსაჯულს სურს შეგიწყალოს და თავისი გულუხვობის მონაწილედ გაქციოს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ნახავს, რომ ცოდვის ჩადენის შემდეგ მორჩილი და მწუხარე გახდი, შენს ბინძურ საქმეთა გამო მრავალი ცრემლიც დაღვარე, ფარულად ჩადენილი, სირცხვილის გარეშე სახალხოდ აღიარე და ძმებს სთხოვე, რომ შენთან ერთად გაეწიათ ჯაფა ?????????????და შენი განკურნებისთვის. ერთი სიტყვით, უკეთუ დაინახავს, რომ შენ ღირსი ხარ შწყალებისა, უშურველად მოგანიჭებს თავის წყალობას, მაგრამ როცა შენში სინანულის განუცდელ გულს, ამპარტავან გონებას, მომავალი საუკუნის ურწმუნოებასა და სამსჯავროს წინაშე შიშის არქონას აღმოაჩენს, მაშინ შენთვის სამსჯავროს შეიყვარებს, ვითარცა დახელოვნებული და კაცთმოყვარე ექიმი, რომელიც პირველად სიმსივნის შემსუბუქებას საფენებითა და ნაზი მალამოებით ცდილობს, მაგრამ როცა დაინახავს, რომ სიმსივნე არა თუ ცხრება, არამედ პირიქით, უფრო მაგრდება, მაშინ ზეთსა და მალამოებს განზე გადადებს და ბოლოსდაბოლოს ბასრ იარაღს გამოიყენებს. ამიტომაც უყვარს წყალობა მონანულთა ზედა, მაგრამ ამავე დროს მსჯავრი ჯიუტთა მიმართ.
image
 
თემატური კითხვები
0_28