image

თემა: გონება,  ეშმაკი

649. როგორ მოქმედებს ბოროტი სული თავიდან, ვიდრე ადამიანს ცოდვის ჩადენამდე მიიყვანდეს?
ეშმაკნი პირველად გონებას უბნელებს ადამიანს, შემდეგ აკეთებინებს იმას, რაც სურთ. რადგან, თუ გონების თვალი კარგად ხედავს, საუნჯეს ვერავინ წარიპარავს. სიძვის ეშმაკი ყველაზე ხშირად მიმართავს ამ ხერხს. ხშირად ის გონებას ურევს ადამიანს და კაცთა წინაშე აკეთებინებს იმას, რასაც განცოფებულნი მარტო ყოფნისასაც არ აკეთებენ. როცა გონება იწმინდება, ადამიანს რცხვენია არა მხოლოდ მათი, ვინც მისი სიგიჟე იხილა, არამედ საკუთარი თავისაც; მრავალი ამ სირცხვილის გამო განეშორება საშინელ ცოდვას.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები