ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
655. ვინ არის მოწყალე სამარიტელი?
სჯულისმეცნიერი ებრაელის კითხვას – „ვინ არს მოყვას ჩემდა?“ (ლუკ. 10, 30) – მაცხოვარმა მოწყალე სამარიტელზე იგავით უპასუხა. ავაზაკებისაგან და ჭრილ ცოცხალ–მკვდარ ებრაელს, რომელსაც გვერდი გულგრილად აუარეს მღვდელმა და ლევიტელმა, სამარიტელმა უპატრონა. თუმცა, ებრაელებს სამარიტელნი სძულდათ; წყლულები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შემდეგ სასტუმროში მიიყვანა და მის პატრონს ჩააბარა იმ პირობით, რომ იმაზე მეტს მისცემდა, რაც მის მოვლაში დაეხარჯებოდა. ამ იგავს მეორე მნიშვნელობაც აქვს. მოწყალე სამარიტელი თვით ჩვენი უფალი იესო ქრისტეა, გზაზე დაგდებული დაჭრილი კაცი მთელი კაცობრიობაა, რომელიც, ვიდრე მაცხოვარი მოვიდოდა, ავაზაკებმა, ანუ ეშმაკებმა და მათმა შხამიანმა ნაყოფებმა – ცოდვამ, ვნებამ, სულიერმა ხრწნილებამ და სიკვდილმა – ფრიად სტანჯეს. მისი მკურნალობა თავს არავინ იდვა, არც მღვდელთა და არც ლევიტელთა და აი, მოვიდა ქვეყნად მოწყალე სამარიტელი – უფალი იესო. მიეახლა ცოცხალ–მკვდარს, წყლულები შეუხვია, სცხო მას ზეთი სიტყვისა და ნუგეშინისცემისა და დაასხა ღვინო ქადაგებისა და თავისი მადლისა. თუმცა, მისი მოწყალების ღირსნი არ ვიყავით, უფალი მაინც მოვიდა ჩვენთან და მიუხედავად იმისა, რომ მისი მტერნი და მოძულენი ვიყავით, მაინც გამოგვიხსნა, იცოდა რა, რომ ეს გზა გოლგოთამდე მიიყვანდა.
image image
 


25 ივნისს (ახალი სტილით: 08 ივლისს) დღეს არის ხსენება:
 
0_28