image
711. რა არის ლიტურგია?
ლიტურგია არის ყოველდღიური შეწირვა უფლისა ჩვენი ხსნისა და სამყაროს ხსნისათვის – ყოველთა და ყოვლისათვის. უფალი ლიტურგიაში თვითონ წირავს ჩვენთვის და ჩვენთან ერთად ასრულებს თავისი სისხლისა და სულის საიდუმლოს. ის დღემდე იკვლება ჩვენთვის და ამავე დროს რჩება მოუკვლელად და უხრწნელად განღმრთობილი ხორცით თვისით, ღვრის თავის სისხლს, განტეხს თავის ხორცს და ჩვენ გვაძლებს ცოდვათა მისატევებელად, განსაწმენდელად და ცხოვრებად საუკუნოდ.
image image
 
თემატური კითხვები