ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
725. რატომ დაუდგინა სჯულმა ისრაელ ერს მეშვიდე დღეს განსვენება?
უნდა ვიცოდეთ, რომ რიცხვი შვიდი აღნიშნავს მთელს აწინდელ დროს, როდესაც ამბობს ყოვლადბრძენი სოლომონი: მიეცი ნაწილი ქონებისა შვიდს, რვასაც კი, რადგან არ იცი, რა უბედურება მოელის ქვეყნიერებასაო (ეკლ. 11, 2); და ღმრთისმეტყველი დავითიც, რაცა „მერვისათვის“ გალობდა (ფსალმ. 6,1), სწორედ მომავალ მდგომარეობაზე გალობდა, ანუ ადამიანის ყოფაზე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. ამიტომაც სჯულმა, ბრძანებდა რა, მეშვიდე დღე ხორციელ სიამეთაგან განსვენებაში გაეტარებინათ და სულიერი საქმენი აღესრულებინათ, საიდუმლო სახით უჩვენა ისრაელს, ღმრთის მჭვრეტელი გონების მქონეს, რომ ჯერ–არს მარად ღმერთს ვუახლოვდებოდეთ და სულიერი ყოფით აღვმაღლდებოდეთ ყოველივე ხორციელზე.
image
 


28 ივნისს (ახალი სტილით: 11 ივლისს) დღეს არის ხსენება:
 
0_28