ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
738. რა ხერხებს მიმართავენ ბოროტი სულები, რომ ლოცვისაგან დაგვაბრკოლონ?
დავუკვირდეთ და ვნახავთ, რომ გაისმება თუ არა ლოცვად მხმობელი ზარების რეკვა და შეიკრიბებიან ძმები სალოცავად, მაშინ უხილავად ეშმაკებიც თავს მოიყრიან საბრძოლველად. ზართა რეკვის ჟამს ისინი ჩაგვაგონებენ – ცოტა ხანი დაისვენე პირველი ფსალმუნის გასრულებამდე და მერე წადი ეკლესიაში. არიან სხვა ეშმაკები, რომლებიც, მივალთ თუ არა ლოცვის მოსამენად, მოგვაუძლურებენ ძილით, ხორციელი საჭიროებისათვის ზედიზედ გამოგვიყვანენ გარეთ უჩვეულოდ, სხვები საუბრისათვის აღგვძრავენ ტაძარში, სხვები ჩვენს გონებას გულისთქმებით წარიტაცებენ. ზოგნი კედელს მიგვაყრდნობენ, როგორც უძლურთ და მრავალჯერ უზომო მთქნარებას მოგვივლენენ, სხვები სიცილად აღგვძრავენ, რათა ამით ღვთის რისხვას ვეწიოთ. სხვანი დავითნის სწრაფად კითხვას გვაიძულებენ. ზოგი მათგანი მედავითნეობით გვაამპარტავნებს, ზოგიერთი კი პირზე მოგვადგება და არ გვაძლევს პირის გაღებისა და ლოცვის საშუალებას
image image
 
თემატური კითხვები
18 სექტემბერს (ძვ. სტ. 5 სექტემბერს) არის ხსენება:
0_28