ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
812. ესაჭიროება თუ არა ღვთის სიტყვის კითხვა მღვდელმსახურთ?
კითხვა ღვთის სიტყვისა, როგორც კეთილმსახურების ჭეშმარიტი და სრულყოფილი კანონისა, აუცილებელია ყოველი ქრისტიანისთვის; მაგრამ მწყემსებს–მღვდლებსა და ეპისკოპოსებს – განსაკუთრებით ესაჭიროებათ იგი, რადგანაც მათ უპყრიათ „კლიტენი მეცნიერებისანი“ (ლუკ. 11, 52), ანუ ღვთის სიტყვა, რომლის მეშვეობითაც თავიანთი სამწყსო მარადიულ ნეტარებას უნდა აზიარონ. წმ. პავლე მოციქული წერს: „ეკრძალე თავსა შენსა და მოძღურებითა მით დაადგერ მათ ზედა, რამეთუ ამას რა ჰყოფდე, თავიცა შენი აცხოვნო და მორჩილნიცა შენნი“ (1 ტიმ. 4,16). აქედან გამომდინარე, თავიანთ მოწოდებაში დაუდევარნი არიან ის მწყემსები, რომლებიც წმ. წერილს არ კითხულობენ. როგორღა განსწავლის ასეთი სხვას, როცა თავად უმეცარია?
image image
 
თემატური კითხვები
0_28