ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
818. რატომ არ ვნებდნენ გამძვინვარებული მხეცები მოწამეებს, როდესაც ისინი წმინდანთა დასაგლეჯად გამოჰყავდათ?
გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ეგვიპტეში მიმავალ წმინდა ოჯახს გზად ავაზაკი შემოხვდა. ჩვილი იესო რომ იხილა, მან წამოიძახა: „ღმერთიც რომ განკაცებულიყო, ისიც კი არ იქნებოდა ამ ყრმაზე მეტად მშვენიერიო“. ავაზაკმა არაფერი ავნო და მშვიდობით გაშორდა მათ. საოცარი რამაა, გარეულ მხეცთაებრ უწყალო ავაზაკს ამ წმინდა ოჯახისათვის არავითარი წყენა არ მიუყენებია. ყრმა უფლისა და მისი მდაბალი დედის ხილვისას მოლბა ავაზაკის სული და ღვთის მადლი შეეხო მას. გარეულ მხეცებთანაც სწორედ ამგვარი რამ ხდებოდა. ისინი წმინდა მოწამეებისა და ღირსი მამების ხილვისას მშვიდნი ხდებოდნენ და არავითარ ვნებას არ აყენებდნენ მათ. ეშმაკიც კი კრთის, ოდეს იხილავს მშვიდსა და მდაბალ სულს, რომელიც მორჩილებით, თავშეკავებითა და მარხვით ამარცხებს მას.
image image
 
თემატური კითხვები
06 აგვისტოს (ძვ. სტ. 24 ივლისს) არის ხსენება:
0_28