image
მოძღვარი: წმ. ათანასე ალექსანდრიელი
წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას [გვ. 233]
თემა:

ეკლესია,  ფსალმუნები

871. როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები: „მთა ღმერთისა, მთა პოხილი, მთა შეყოფილი, და მთა პოხილი. რასამე ჰგონებთ თქუენ მთანო შეყოფილნო, მთა ესე რომელ სთნდა ღმერთსა დამკვიდრებად მას ზედა, და რაეთუ უფალმანცა დაიმკვიდროს იგი სრულიად“ (ფსალმ. 67, 15,16)?
“მთა ღმრთისა, მთა პოხილი“. მთად სახელდებს ეკლესიას, ხოლო პოხილს იმიტომ უწოდებს, რომ თავის კუთვნილ სულებს გამოკვებავს და ნელსურნელებით ავსებს. „მთა შეყოფილი, მთა პოხილი. რასამე ჰგონებთ თქუენ მთანო შეყოფილნო?“ შეყოფილი აღნიშნავს რძით, ანუ უბრალო მოძღვრებით გამოკვებილს, როგორც ნათქვამია: „???????????სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი“ (1 კორ. 3,2). ამგვარად იმათ ჰყვედრის, ვინც უშვებს, რომ მწვალებლური ეკლესიებიც შეიძლება იყვნენ შეყოფილნი; მათში არაფერია ისეთი, რაც ადამიანის სულიერ წარმატებას შეუწყობდა ხელს, ამიტომაც „რასამე ჰგონებთ“, თითქოს არის სხვა შეყოფილი მთები გარეშე ეკლესიისა და არა ეს ერთი მთა, „რომელ სთნდა ღმერთსა დამკვიდრებად მას ზედა“; და რომ უფალი ცხოვრობს ეკლესიაში, ეს ცხადია მის მიერ თქმულიდან „ამას დავემკვიდრო, რამეთუ მთნავს ესე“ (ფსალმ. 131.14).
7660
image image
 



19 ივნისს (ახალი სტილით: 02 ივლისს) დღეს არის ხსენება:
 
0_28