ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
თემა: ლოცვა
913. როდის და ვისგან მოგვეცა ჩვენ სამობით წმინდა ლოცვა „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ“?
საეკლესიო იტორიის შემდგენელნი მოგვითხრობენ, რომ მთავარეპისკოპოს პროკლეს დროს კონსტანტინოპოლს რაღაც დიდი უბედურება დაატყდა თავს (ქარიშხალი და ხანძრები), და როცა ერთხელ მრავალრიცხოვანი ხალხი ერთად ლოცულობდა ღვთის წინაშე და ამ უბედურების დასრულებას ევედრებოდა ღმერთს, მოხდა ისე, რომ ყრმა ვინმე ზეაღტაცებულ იქმნა ხალხისაგან და ცაში დამოძღვრილ იქნა ანგელოზთაგან სამწმიდაობით გალობით: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ!“ და როგორც კი ეს ყრმა უკანვე დააბრუნეს ანგელოზებმა, მან აუწყა ხალხს ის, რაც ანგელოზებმა ასწავლეს. ყველამ ერთხმად იგალობა ეს სადიდებელი და უბედურებაც ამით დასრულდა.
image image
 


1 ივლისს (ახალი სტილით: 14 ივლისს) დღეს არის ხსენება:
 
0_28