ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
 
996. რის მონიჭებას ვითხოვთ შემდეგი სიტყვებით: „პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს“?
ამის წინ ჩვენ ზეციერს ვითხოვდით, მაგრამ, ვართ რა მოკვდავნი, გვაქვს რა პურის საჭიროება, მასაც ვითხოვთ, რადგან კაცნი ვართ, რადგან ვიცით, რომ ისიც შენს მარჯვენაშია, მამაო ჩვენო, და რომ შენ მხოლოდ ხარ მდიდარი, ჩვენ კი ყოვლით უპოვარნი ვართ. ამასთან, ვითხოვთ რა პურს, ძალიან ბევრსაც არ ვითხოვთ, არამედ იმდენს, დღეისთვის რომ გვეყოს: რადგან გვასწავლე, არ ვიზრუნოთ ხვალისთვის, რადგან შენ, მამაო, როგორც დღეს ხარ მარჩენალი ჩვენი, ასევე ხვალაც იქნები და მარადის. და კიდევ: ვლოცულობთ რა არსობის პურისთვის, ზეციური ცხოვრების პურისთვის, ცხოველი სიტყვის ყოვლადწმიდა სხეულისთვის ვლოცულობთ, რადგან ვინც მას არ ეზიარება, წარწყმდება. იგია პური ჩვენი არსობისა. ვინც არა სჭამს მას, არა აქვს ცხოვრება თავისთავად, ვინც კი სჭამს – ცხონდება საუკუნოდ. (იოან. 6, 53,58).
image image
 


24 ივნისს (ახალი სტილით: 07 ივლისს) დღეს არის ხსენება:
 
0_28