თემა: განსაცდელები,  მამაო ჩვენო

998. როგორ უნდა გავიგოთ: „და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა“?
არ შევიდეთ განსაცდელში ნიშნავს, არ ვისწრაფოდეთ განსაცდელისკენ. ჩვენ უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთმა აგვაშოროს განსაცდელი, ხოლო თუ მაინც მოგვიხდა გამოცდა, სიმამაცით უნდა ავიტანოთ იგი. უნდა ითქვას, რომ განსაცდელი ორგვარია: ერთი ნებსითი, მაგალითად: ლოთობა, კაცის კვლა, მრუშობა და სხვა ვნებანი. ამ განსაცდელში ნებით ვვარდებით. სხვა განსაცდელი კი უნებლიეა და მასში ძლიერნი ამა სოფლისანი გვაგდებენ. ვნებათაგან უნდა ვივლტოდეთ, ვილოცვიდეთ მათგან გათავისუფლებისათვის და ვთქვათ: „ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა“. ჩვენ სუსტები ვართ და განსაცდელისაკენ თავისთავად არ უნდა ვისწრაფოდეთ, მაგრამ თუ მაინც მოგვიხდა განსაცდელი, უნდა ვილოცოთ, რათა არ შთავინთქათ მასში და ღმერთმაც შეწევნა და მოთმინება მოგვმადლოს. რადგანაც მხოლოდ იგი ინთქმება ცოდვის ჯურღმულში, ვინც დამარცხდა. ხოლო ვინც ჩავარდა განსაცდელში და გაიმარჯვა, იგი გვირგვინის ღირსია.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები