ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
 
თემა: ღმერთი
1275.რა ვუწყით ქრისტეს სიყრმის შესახებ?
ქრისტეს სიყრმის შესახებ ვუწყით:
    1. რომ ბაგაში მწოლიარე ახალშობილთან მივიდნენ მწყემსები და ქალწულ მარიამსა და იოსებს უამბეს, რაც მათ ანგელოზებმა აუწყეს (ლკ.2,8-20).
    2. რომ შობიდან რვა დღის შემდეგ, ებრაელი სჯულის თანახმად, ჩვილი წინადაცვითეს და მთავარანგელოზ გაბრიელის თანახმად, სახელად იესო უწოდეს. (ლკ.2,21).
    3. რომ შობიდან მეორმოცე დგეს იერუსალიმის ტაძარში ის მიჰგვარეს უფალს, სადაც კეთილმსახურმა მოხუცმა სვიმეონმა მიირქვა ტრმა და ადიდა ღმერთი (ლკ.2,24-32).
    4. რომ აღმოსავლეთიდან მოვიდნენ მოგვები, თაყვანი სცეს მას და შესწირეს ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური (მთ.2,11).
    5. რომ ახალშობილი და დედა მისი იოსებმა სასწრაფოდ წარიყვანა ბეთლემიდან ეგვიპტეში, რამეთუ უფლის ანგელოზმა აუწყა იოსებს, რომ უწყალო მეფე იროდის ყრმის მოკვდინება სურდა; ყრმა იესო იქ იმყოფებოდა იროდის სიკვდილამდე (მთ.2,13-23);
    6. რომ ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ ყრმა იესო აღორძინდებოდა, განმტკიცდებოდა სულით, აღივსებოდა სიბრძნით და მადლი ღმრთისა იყო მასზედ (ლკ.2,40).
1276.სად დასახლდა ეგვიპტიდან დაბრუნებული ქრისტე?
დასახლდა ქალაქ ნაზარეთში.
1277.რა ვუწყით ქრისტეს შესახებ, როდესაც თორმეტი წლის შეიქმნა?
ვუწყით, რომ მშობლებთან, ანუ ქალწულ მარიამთან და წმიდა იოსებთან ერთად აღმოვიდა ებრაელთა პასექის დღესასწაულზე იერუსალიმის ტაძარში, სადაც თავისი გონიერებით განაკვირვა მსმენელი (ლკ.2,47).
1278.რას იქმოდა უფალი იესო ქრისტე, როდესაც მოზრდილი შეიქნა?
როცა იესო გაიზარდა, მან მუშაობა იწყო სადურგლო სახელოსნოში.
1279.როდის იწყო ქრისტემ მსახურება?
იწყო მაშინ, როდესაც ოცდაათი წლის შესრულდა (ლკ.3,23).
1280.რა აღასრულა უფალმა იესო ქრისტემ, სანამ მსახურებას შეუდგებოდა?
მივიდა იოანესთან მდინარე იორდანეში ნათლისღებისთვის (მთ.3,13).
1281.ვინ იყო წმიდა იოანე ნათლისმცემელი?
ის იყო შვილი ზაქარია მღვდლისა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში უნაყოფონი იყვნენ, მოხუცებულობაში კი ღმერთმა მათზე წყალობა მოიღო და მისცა მათ ძე (ლკ.1,5-25).
1282.რისთვის მოუწოდა ღმერთმა წმიდა იოანეს?
ის უფალ იესო ქრისტეს წინამორბედი უნდა შექმნილიყო (ლკ.1,13-17).
1283.როგორ აღასრულა წმიდა იოანემ ღმერთის მოწოდება?
აღასრულა ასე:
    1. განმარტოვდა უდაბნოში, მდინარე იორდანეს ნაპირებთან და ცხოვრობდა განდეგილად, მისი საზრდო იყო მკალი და ველური თაფლი.
    2. მასთან მოსულ ადამიანებს უქადაგებდა სინანულს, ხოლო მონანულთ ნათელს სცემდა მდინარე იორდანეში, ამიტომ იწოდა ნათლის მცემლად (მთ.3,1-2; მთ.3,6).
1284.როგორ ეპყრობოდა იოანე ნათლისმცემელი უფალ იესო ქრისტეს?
იგი თაყვანს სცემდა და ღმერთად შერაცხავდა უფალ იესო ქრისტეს.
1285.რომელი სიტყვებით გამოთქვა წმიდა იოანე ნათლისმცემელმა თვისი კეთილკრძალულება იესო ქრისტესადმი?
გამოხატა სიტყვებით: ,,არა ღირს ვარ მე, რაითა განვჰხსნე საბელნი ხმალთა მისთანი" (ინ.1,27).
1286.რა უწოდა წმიდა იოანე ნათლისმცემელმა ღმერთის შთაგონებით მდინარე იორდანესთან მასთან მისულ უფალ იესო ქრისტეს?
უწოდა ,,ტარიგი ღმრთისაი, რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი" (ინ.1,29).
1287.როგორ მოეპყრო წმიდა იოანე ნათლისმცემელი მასთან ნათლისღებისთვის მისულ უფალ იეესო ქრისტეს?
მან უარი უთხრა ნათლის-ღებაზე უფალ იესო ქრისტეს, რამეთუ იესო უცოდველი იყო და არ ესაჭიროებოდა სინანული და ნათლისღება (მტ.3,14).
1288.მიუხედავად ამისა რატომ მოინატლა წმიდა იოანე ნათლისმცემელმა უფალი იესო ქრისტე?
მან მორჩილება-ჰყო და ამიტომ ნათელ-სცა უფალ იესო ქრისტეს (მთ.3,15).
1289.რა მოხდა უფალ იესო ქრისტეს ნათლის-ღების ჟამს?
ნათლის-ღების ჟამს სული წმიდა ტრედის სახით გარდამოხდა, ხოლო ზეციდან ისმა ხმა: ,,ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ" (მთ.3,16-17).
1290.სად წავიდა უფალი იესო ქრისტე ნათლის-ღების შემდეგ?
იგი აღვიდა უდაბნოდ, სადაც ილოცვიდა, იმარხვიდა და განმარტოებით დაჰყო ორმოცი დღე და ორმოცი ღამე (მთ.4,1-2).
1291.რა მოხდა უფალ იესო ქრისტეს ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ?
სამჯერ განსცადა ეშმაკმა და მან სამჯერ სძლია მას.
1292.რაში მდგომარეობდა პირველი საცდური უფალ იესო ქრისტესთვის დაგებული?
პირველად მიუხდა მას ეშმაკი და უთხრა: ,,უკეთუ შენ ხაე ძე ღმრთისაი, თქუ, რაითა ქვანი ესე პურ იქმნნენ: (მთ.4,3).
1293.რა უპასუხა უფალმა იესო ქრისტემ პირველ საცთურზე?
მან უპასუხა: ,, არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა" (მთ.4,4).
1294.რა იყო მეორე საცთური?
ეშმაკმა უფალი იესო ქრისტე დააყენა ტაძრის ქიმზე და უთხრა: ,,უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაი, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა, ხელთა მათთა ზედა აღვიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფეხი შენი" (ლკ.4,9-11).
1295.რა უპასუხა უფალმა იესო ქრისტემ მეორე სცთურზე?
მან უპასუხა: ,,თქმულ არს: არა არა განსცადო უფალი ღმერთი შენი" (მთ.4,7).
1296.რაში მდგომარეობს მესამე საცთური?
მესამედ ეშმაკმა უფალი იესო ქრისტე მაღალ მთაზე აღიყვანა, უჩვენა ქვეყნიერების ყველა სამეფო და მათი დიდება და უთხრა: ,,ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანისმცე მე" (მთ.4,8-9).
1297.რა უპასუხა უფალმა იესო ქრისტემ მესამე საცთურზე?
მან უპასუხე: ,, წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე" (მთ.4,10).
1298.რა ქნა უფალმა იესო ქრისტემ ეშმაკის მიერ სამგზის დაგებული საცთურის დაძლევის შემდეგ?
ამის შემდეგ უფალმა იესო ქრისტემ ვითარცა მხსნელმა, თვისი მოწოდების აღსრულება იწყო განცხადებულად.
1299.შეუძლია ადამიანთაგან ვინმეს იხსნას კაცობრიობა ცოდვისაგან?
არა, რამეთუ:
    1. ყოველი ადამიანი იშვება პირველქმნილი (მემკვიდრეობითი) ცოდვით და თავადაც სცოდავს;
    2. ვინც ცოდვაშია, მას საკუთარი თავის ხსნაც კი არ შეუძლია ცოდვისაგან, არამცთუ მთელი კაცობრიობისა, ფრიად გამოჩინებულიც რომ იყოს.
1300.თუ ადამიანთაგან არავის თვით საკუთარი თავის ხსნაც კი არ ძალუძს, მაშინ ვის შეეძლო ეხსნა კაცობრიობა ცოდვის წყევისაგან?
ამისთვის, აუცილებელი იყო, რათა თვით ღმერთი გარდმოსულიყო ზეცით ადამიანებთან და აღესრულებინა მატი გამოხსნა.
1301.უფალი იესო ქრისტე უცოდველი იყო?
დიახ იყო, რამეთუ
    1. მან თავის მოწინააღმდეგეებს უთხრა: ,,ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათვის?.." (ინ.8,46).
    2. ვერავინ შეუძლო ეპოვნა მასში ცოდვა.
1302.დაამოწმეს თუ არა მოციქულებმაც უფალ იესო ქრისტეს უცოდველობა?
დიახ, დაამოწმეს. მაგალითად:
    1. პეტრე მოციქული ამბობს: ,,რომელმან-იგი ცოდვალი არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაი" (Iპეტ.2,22).
    2. იოანე მოციქული წერს, რომ ,,ცოდვაი მასთანა არა არს" (Iინ.3,5).
1303.როგორ აღასრულა უფალმა იესო ქრისტემ მოწოდება მხსნელისა?
აღასრულა იმგვარად, რომ მიმოვიდა თავის მამულში, ქადაგებდა სახარებას ანუ ახარებდა ახალ აღთქმას.
1304.რით ამტკიცებდა უფალი იესო ქრისტე თვისი მოზღვრების ჭეშმარიტებას?
ამტკიცებდა იმით, რომ უცოდველი ცხოვრებით ცხოვრობდა და აღასრულებდა სასწაულებს.
1305.რა არის სასწაული?
სასწაული-ეს არის ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელი ისეთი ქმედება, რომლის აღსრულებაც მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთს და ისეთ ადამიანებს ძალუძთ, რომელთაც ღმრთისგან ეძლევათ ასეთი მეუფება.
image
 
თემატური კითხვები
18 სექტემბერს (ძვ. სტ. 5 სექტემბერს) არის ხსენება:
0_28