ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
 
1306.რა ეწოდათ ადამიანებს, ვინც უფალი იესო ქრისტე ირწმუნა?
მათ მისი მოწაფეები ეწოდათ.
1307.ვინ იყო უფალი იესო ქრისტეს პირველი ოთხი მოწაფე?
ისინი იყვნენ:
    1. ანდრია პირველწოდებული, მას ასე ეწოდა, რამეთუ პირველს მოუწოდა უფალმა ისეო ქრისტემ სიტყვებით: ,,მოვედით და იხილენით" (ინ.1,39);
    2. ანდრიას ძმა სიმონი, რომელიც ანდრიამ მიიყვანა უფალ იესო ქრისტესთან და რომელსაც მან პეტრე უწოდა (ინ.1,42,43);
    3. იაკობი, ძე ზებედესი;
    4. იოანე, ძმა იაკობისა,რომელსაც მოგვიანებით უფალ იესო ქრისტეს საყვარელი მოწაფე ეწოდა (მკ.1,19-20; ინ.13,23).
1308.ვინ იყვნენ მანამდე უფალ იესო ქრისტეს ეს მოწაფეები?
ისინი მეთევზურნი იყვნენ (მკ.1,16-20).
1309.რა უწოდა უფალმა იესო ქრისტემ ძმებს-იაკობსა და იოანეს მათი ერთგულებისთვის?
უწოდა ბანერგეს ანუ ..ძენი ქუხილისანი" (მკ.3,17).
1310.რა ქმნა უფალმა იესო ქრისტემ, როცა მოწაფეები გაუმრავლდა?
გამოარჩია თორმეტი მათგანი, რომლებიც მისი უახლოესი თანამშრომელნი იყვნენ და მათ მოციქულები უწოდა (ლკ.6,13-16).
1311.რას ნიშნავს სიტყვა-,,მოციქული"?
სიტყვა ,,მოციქული" ბერძნულია და დესპანს, ანუ სრულუფლებიან მივლინებულს ნიშნავს.
1312.რა ჰქმნა უფალმა იესო ქრისტემ, როცა მის მოწაფეთა წრე უფრო მეტად გაფართოვდა?
მათ შორის მან გამოარჩია სამოცდაათი კაცი, რომლებსაც წყვილ-წყვილად აგზავნა იმ ქალაქებში, სადაც შემდეგ თავად უნდა წასულიყო (ლკ.10,1-3).
1313.რა ერქვათ ამ სამოცდათთაგანთ?
სამოცდათთაგანთ აგრეთვე მოციქულები ერქვათ, მაგრამ არა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რამეთუ მათ უფალ იესო ქრისტესგან ისეთი სრული ხელმწიფება არ მიუღიათ, ვითარცა მიიღო თორმეტმა მოციქულმა.
1314.როგორი სრული ხელმწიფება მიანიჭა, უფალმა იესო ქრისტემ თორმეტ მოციქულს?
მათ მიანიჭა სრული ხელმწიფება:
    1. ღმერთის სიტყვის ქადაგებისა (მთ.28,18-19);
    2. ღმრთისმსახურებისა და წმიდა საიდუმლოთა აღსრულებისა (ლკ.22,19; ინ.20,33);
    3. მორწმუნეთა დამოძღვრისა და წინამძღვრობისა (მთ.18,17).
1315.კიდევ რა უწოდა უფალმა იესო ქრისტემ წმიდა მოციქულებს?
მათ აგრეთვე უწოდა:
    1. მიწის მარილი, ნიშნად იმისა, რომ მათ ისე უნდა ეღვაწათ, რომ მორწმუნეები სულიერებაში არა ცთუნებულიყვნენ, არამედ სრულქმნილიყვნენ;
    2. ქვეყნიერების ნათელი, რომელიც განანათლებდა ადამიანებს და მიიყვანდა მათ ღმრთიურ ჭეშმარიტებამდე.
image
 
თემატური კითხვები
0_28