ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 

მოწამენი: მაკრობიოსი და გორდიანე, ილია, ზოტიკე, ლუკიანე და ვალერიანე

მოიხსენიება 13 სექტემბერს (ახალი სტილით: 26 სექტემბერს)
წმიდა მოწამენი: გორდიანე, მაკრობიოსი, ილია, ზოტიკე, ლუკიანე და ვალერიანე იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) ზეობისას ეწამნენ პაფლაგონიაში (მცირე აზია). ისინი სასახლის კარზე მსახურობდნენ და გამორჩეული მშვენიერებისა და ახოვნების გამო მეფის განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობდნენ. შემდეგ ქრისტიანობის მხნე აღსარებისთვის მარტვილები სკვითიაში გადაასახლეს, სადაც შეხვდნენ ზოტიკეს, ლუკიანეს და ილიას - უფლის ერთგულ მონებს. პირველად გორდიანე და მაკრობიოსი აღესრულენ ქრისტესთვის. მათ შემდეგ, დაახლოებით 320 წელს, ეწამნენ ილია, ზოტიკე, ლუკიანე და ვალერიანე. ერთი ცნობით, ვალერიანეს მარტვილთა ცხედრებთან მწუხარებასა და ტირილში ამოხდა სული.
0_28