ღირსმოწამე მიქაელი - ზობიელი იღუმენი და მასთან 36 ღირსმოწამენი

მოიხსენიება 1 ოქტომბერს (ახალი სტილით: 14 ოქტომბერს)
წმიდა იღუმენი მიქაელი და მასთან 36 ღირსმოწამე სომხეთის სებასტიის მახლობლად, მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ზობიის სავანეში მოსაგრეობდნენ. VIII საუკუნის ბოლოს მონასტერს სარკინოზები დაესხნენ თავს და ქრისტეს შევედრებული წმიდანები მახვილებით განგმირეს.