მოწამენი: გაიოზი, ფავსტო, ევსები და ქერიმონი

მოიხსენიება 4 ოქტომბერს (ახალი სტილით: 17 ოქტომბერს)
წმიდა მოწამენი: გაიოზი, ფავსტო, ევსები და ქერიმონი წმიდა დიონისე ალექსანდრიელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფეები იყვნენ. ფავსტო, ევსები და ქერიმონი დიაკვნებად მსახურობდნენ.

ევსების შემდგომ სირიის ლაოდიკიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. წმიდა ფავსტო დიოკლეტიანეს (284-305) დროს ეწამა, დანარჩენები მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში.