ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 

ღირსი ანდრონიკე და ცოლი მისი ათანასია

მოიხსენიება 9 ოქტომბერს (ახალი სტილით: 22 ოქტომბერს)
ღირსი ანდრონიკე და ცოლი მისი ათანასია ანტიოქიაში ცხოვრობდნენ V საუკუნეში. წმიდა ანდრონიკე ხელოსანი იყო და თავის გასამრჯელოს სამ ნაწილად ყოფდა: ერთ ნაწილს ტაძარს სწირავდა, მეორეს - გლახაკებს ურიგებდა, მესამე კი - ოჯახის სარჩენად ჰქონდა გადადებული. როცა კეთილმსახურ მეუღლეებს ქალ-ვაჟი გარდაეცვალათ, მათ გადაწყვიტეს, მთლიანად უფლის მსახურებისთვის მიეძღვნათ თავი და დაუზარლად ეხმარებოდნენ გლახაკებსა და სნეულებს. შემდეგ ორივემ ბერმონაზვნური ღვაწლი იტვირთა: ანდრონიკე ეგვიპტის ერთ-ერთ სკიტში ამბა დანიელს დაემოწაფა, ათანასია კი ტაბენისის დედათა სავანეში დამკვიდრდა. თორმეტი წლის მოსაგრე ცხოვრების შემდგომ ანდრონიკე წმიდა ადგილთა მოსალოცად იერუსალიმში გაემგზავრა. გზაში მას დაემგზავრა "ბერი ათანასე" - წმიდა ათანასია, რომელსაც მოგზაურობისას მოსალოდნელი განსაცდელების თავიდან ასარიდებლად მამაკაცის სამოსი გადაეცვა. ანდრონიკემ ვერ იცნო ხანგრძლივი ღვაწლით სახეშეცვლილი მეუღლე. იერუსალიმიდან დაბრუნებული წმიდანები ერთ სენაკში დამკვიდრდნენ და მდუმარების ღვაწლს შეუდგნენ. ღირსმა ანდრონიკემ მხოლოდ ათანასიას მიცვალების შემდეგ, წმიდა დედის მიერ დატოვებული წერილიდან შეიტყო თანამოსაგრის ვინაობა. მალე მან თვითონაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
0_28