წმიდა მარტინე მოწყალე

მოიხსენიება 13 თებერვალს (ახალი სტილით: 26 თებერვალს)
წმიდა მარტინე მოწყალე სიყმაწვილიდანვე გამოირჩეოდა გულმოწყალებითა და გლახაკთა სიბრალულით. 20 წლის წმიდანმა, ჯერ კიდევ მოუნათლავმა, ქონების უპოვართათვის დარიგება დაიწყო და მალე არაფერი შერჩა, გარდა ერთი სამოსლისა და დანისა.

ერთხელ, ზამთარში, საშინელ სუსხში მან დაინახა გლახაკი, რომელიც ქალაქის ჭიშკართან მოწყალებას ითხოვდა, მაგრამ არავინ არაფერს აძლევდა. წმიდა მარტინეს გული შეეკუმშა სიბრალულისგან, ტანსაცმელი გაიძრო და დანით გაჭრა: ნახევარი მათხოვარს მისცა, მეორე ნახევრით კი სიშიშვლე დაიფარა. ბევრი სიცილს აყრიდა უცნაურად ჩაცმულ ნეტარს, ღამით კი ყინვისგან გატანჯულმა მარტინემ იხილა თავად უფალი იესო ქრისტე, შემოსილი მისი სამოსელის იმ ნაწილით, რომელიც გლახაკს მისცა. მაცხოვარმა ანგელოზებს პერანგის ნაფლეთებზე მიუთითა და თქვა: "მარტინემ ჯერ კიდევ ნათლობამდე შემმოსა ამ სამოსით, მე კიდევ დიდებით შევმოსავ მას და სიკვდილის შემდეგ ჩემს სასუფეველში მოვუწოდებ". გამოღვიძებული უფლის რჩეული ტაძრისკენ გაეშურა და მოინათლა. შემდგომი ცხოვრების მანძილზე, იგი უხვად გასცემდა მოწყალებას, რისთვისაც უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა.